პროფესორ თეა გოგოტიშვილის საჯარო ლექცია

2019 წლის 19 მარტს,  ფსიქოლოგიის დოქტორმა, დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის დირექტორმა, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ოჯახური ძალადობა“.

ლექცია ინფორმატიული და  თანამედროვე კვლევებზე დაფუძნებული იყო. მომხსენებელი შეეხო ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რაც ოჯახური ძალადობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს მოიცავს, ისაუბრა  ამ  მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემის  გამომწვევ სოციალურ და ფსიქოლოგიურ ფონზე და გააცნო დამსწრე საზოგადოებას ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული  პრობლემის მართვის  სტრატეგია. ლექციამ დიდი ინტერესითა და კითხვა- პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

ლექციის ბოლოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგებმა და სტუდენტებმა დასვეს საინტერესო შეკითხვები, რაზეც მომხსენებლისგან მიიღეს ამომწურავი პასუხები. ქალბატონმა თეამ მადლობა გადაუხადა აუდიტორიას ყურადღებისა და აღნიშნული საკითხისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესისათვის.

 

Tuesday March 19th, 2019

0 Responses on პროფესორ თეა გოგოტიშვილის საჯარო ლექცია"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>