ავტოკეფალიის აღდგენის დღე

დღეს, 25 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს   კათოლიკოს   პატრიარქმა,   მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა,   ბიჭვინთისა   და   ცხუმ-აფხაზეთის   მიტროპოლიტმა, ილია  II  -მ,   წმინდა   სინოდის   წევრ   მღვდელმთავრებთან, სამღვდელოებასთან   და   მორწმუნე   მრევლთან   ერთად,   სამადლობელი პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი, ამავე სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები   და   სტუდენტები.   პარაკლისს,   ასევე, ესწრებოდნენ   საქართველოს   პრეზიდენტი,   სალომე   ზურაბიშვილი   და მინისტრთა   კაბინეტის   წევრები.   უწმინდესმა   ქადაგებისას   ამ   დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილი საზოგადოება დალოცა.

Monday March 25th, 2019

0 Responses on ავტოკეფალიის აღდგენის დღე"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>