27 მარტს მწერალთა სახლში გაიმართა პოეზიის საღამო სახელწოდებით ,,ცის ნოტები“. ამ ღონისძიებაში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდენენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები: ხატია იჟარაძე და ანა უშხვანი. მათ წაიკითხეს საკუთარი ლექსები. პოეზიის საღამოს ამშვენებდა სტუდენტების მიერ შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, მათ შორის წარმოდგენილი იყო ასევე ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტის თეა ნოზაძის მიერ შესრულებული მხატვრული შემოქმედების ნიმუშებიც..საღამოს ესწრებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელების პროფესორ- მასწავლებლები, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრები.
0 Responses on პოეზიის საღამო ,,ცის ნოტები“"