საინფორმაციო შეხვედრა წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში

5 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე ( გამრეკელი).  ვიზიტის მიზანი იყო (აბიტურიენტებისათვის) თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას  გააცნეს     სასწავლო პროგრამები,  სასწავლო პროცესი,   მიაწოდეს ინფორმაცია სასწავლებელში მოღვაწე პროფესორების,   კათედრების, სამეცნიერო გამოცემებისა და კონფერენციების,  უცხოეთში  სწავლის გაგრძელების პერსპექტივის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

აღნიშნულმა პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების   დიდი ინტერესი გამოიწვია. დასკვნითი სიტყვით  აუდიტორიას თავად სკოლის დირექტორმა, რუსთველმა მიტროპოლიტმა, იოანემ (გამრეკელმა) მიმართა. მან სკოლის მოსწავლეები, თანამშრომლები და სასულიერო აკადემიის წარმომადგენლები დალოცა და  სტუმრებს მობრძანებისა და პრეზენტაციისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

Friday April 5th, 2019

0 Responses on საინფორმაციო შეხვედრა წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>