15-16 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. თემატიკა იყო მრავალფეროვანი და მოიცავდა საეკლესიო მწერლობის სხვადასხვა ჟანრის თხზულებათა საფუძველზე აქტუალური საკითხების შესახებ მსჯელობას. კონფერენციის მუშაობა სექციების მიხედვით იყო წარმოდგენილი; დოგმატიკისა და ლიტურგიკის, ბიბლეისტიკისა და საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნებათმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით.
სექციებს ხელმძღვანელობდნენ სასწავლებლის პროფესორ- მასწავლებლები. სტუდენტებმა წარმოადგინეს დოგმატური, ეგეზეგეტიკური, ლიტურგიკული, ეკლესიის ისტორიის და სხვ. ხასიათის ტექსტების გარშემო არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვის მიხედვით და საკუთარი დაკვირვებებით მომზადებული მოხსენებები.
კონფერენციის შეჯამებისას გამოიკვეთა რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო მოხსენება.
დოგმატიკისა და ლიტურგიკის სექცია: გიორგი თოთლაძე, თორნიკე გოგინაშვილი, კახაბერ ნურაშვილი.
ბიბლეისტიკისა და საქართველოს ისტორიის სექცია: ჯუბა (გაბრიელ) თომაძე , ლუკა ჩანადირი, როლანდ ლომთათიძე.
ლიტერატურის, ხელოვნებათმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის სექცია: გვანცა კარელიძე, შოთა თეთრაძე, გენო ტლაშაძე, მარიამ გოგალაძე, გიორგი ერქვანიძე.
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტების მოხსენებებმა წარმოაჩინა, რომ მათ აქვთ დარგობრივი სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, შეუძლიათ სასწავლებელში გავლილი სასწავლო კურსებით მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე კრიტიკული, ანალიტიკური ნაშრომის მომზადება. ერკვევიან ზოგადად თეოლოგიურ, კულტურულ, ინტელექტუალურ, რელიგიურ და საეკლესიო კონტექსტში. სტუდენტებს შეუძლიათ თეოლოგიური სამეცნიერო ლიტერატურის გაანალიზება, აქტუალური პრობლემების გამოყოფა და მათი კვალიფიციურად წარდგენა აკადემიური საზოგადოების წინაშე, რაც სასწავლებელში არსებული აკადემიური სასწავლო და სამეცნიერო გარემოს ნათელი დადასტურებაა.
0 Responses on სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია"