17 აპრილს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის. XI-XII კლასის მოსწავლეებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ვიზიტის მიზანი იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის შესახებ აბიტურიენტთა ინფორმირება. სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს სასწავლო პროგრამები, სასწავლო პროცესი, მიაწოდეს ინფორმაცია სასწავლებელში მოღვაწე პროფესორების, კათედრების, სამეცნიერო გამოცემებისა და კონფერენციების, უცხოეთში სწავლის გაგრძელების პერსპექტივის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ბის დი
0 Responses on შეხვედრა თბილისის ილია მართლის სახელობის სკოლასთან"