ორგანიზაცია „მამული, ენა, საწრმუნოება – ივერიელნის“ კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  

დღეს, 18 აპრილს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ორგანიზაცია „მამული, ენა, საწრმუნოება – ივერიელნის“ წარმომადგენლები, რომელთა ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით ეწყობა კონფერენციათა  ციკლი სახელწოდებით: „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“. დღეს ამ ციკლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  წარმოდგენილი იყო  თემა: „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კულტურული მემკვიდრეობა, თანამედროვე მდგომარეობა და საფრთხეები“.

მომხსენებლებმა  დამსწრე საზოგადოებასთან   ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთსა და შიდა ქართლში) არსებულ კულტურულ ძეგლებს ემუქრება. ორგანიზაციის წევრებმა  წარმოადგინეს ვიზუალური მასალა, სადაც ასახული იყო აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის  ამჟამინდელი მდგომარეობა.

წარმოდგენილი მოხსენებას   ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა  და მსმენელთა მხრიდან მრავალი შეკითხვა  წამოიჭრა.

Thursday April 18th, 2019

0 Responses on ორგანიზაცია „მამული, ენა, საწრმუნოება - ივერიელნის“ კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  "

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>