პროექტი „იაზროვნე ციფრულად“

2019 წლის 20 მაისს, ორშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა პრეზენტაცია პროექტისა „იაზროვნე ციფრულად“.

,,ლიტერატურული კლუბის“ პროექტი დაფინანსებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის  პროგრამით(PITA) და ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის და აშშ-ის  საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს  საქმიანობის ფარგლებში. ეს პროექტი  იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს  ბიბლიის ციფრული გამოცემების ნახვა,  გახმოვანებული ტექსტის სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულადაც, მოსმენა, ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელია iPod პლეიერებზე ვიდეო ან სხვა მულტიმედია ფაილების მიღების მეთოდის გაცნობაც.

აღნიშნული პროექტის შესახებ ისაუბრა  საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელმა დენოლა ჩხარტიშვილმა.

სტუმარი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ  მისთვის დიდი პატივია თეოლოგიურ სამეცნიერო – კვლევით და სასწავლო ცენტრში სტუმრობა და გაეროს ასოციაციის  პროექტის წარდგინება.

პრეზენტაციაში მონაწილეობდა მღვდელი გიორგი წეროძე, რომელმაც სასულიერო აკადემიისა   და სემინარიის სტუდენტებსა და პროფესორ- მასწავლებლებს გააცნო შემდეგი ციფრული პროგრამები:

მაგ, გახმოვანებასთან დაკავშირებული  პრაქტიკულად  გამოყენებადი Capt-ის პროგრამა, რომელიც ახმოვანებს ტექსტებს სხვადასხვა ენაზე;

პროგრამა My Bible – ის  მრავალი მოდული, საძიებო პროგრამა, რითაც შესაძლებელია ნებისმიერი სიტყვის ან ფრაზის მოძებნა, მრავალენოვანი ბიბლია., კომენტარები,  თემატური ლექსიკონები;

Kindle-ი – პროგრამა, მის უპირატესობას განაპირობებს   სინქრონიზაცია, სიტყვების განმარტებების, ლექსიკონების ბაზების არსებობა;

რადიოგადაცემების მოსასმენად პროგრამა podcast – რომლითაც  რადიოგადაცემების, აუდიოფაილების, აუდიოწიგნების ნახვაა შესაძლებელი;

მამა გიორგი წეროძემ შექმნა საპატრიარქოს რადიო ივერიას podcats-ი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საპატრიარქოს რადიოგადაცემების ჩანაწერების მოსმენა.

პროექტის  „იაზროვნე ციფრულად“ პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, აღინიშნა, რომ თანამედროვე ეპოქაში მრავალფეროვანი ინფორმაციის მცირე დროში მისაღებად და კვლევითი პროექტების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია  ციფრული მეთოდების  დანერგვა.

 

 

 

Monday May 20th, 2019

0 Responses on პროექტი „იაზროვნე ციფრულად“"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>