თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ კრეატიული იდეების საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდა თბილისის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი სიმონ ჭიჭიაშვილი, რომელიც ამავე დროს არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტი. სიმონმა ფესტივალზე საკუთარი იდეა (სტარტაპი) “Feel Reality” წარადგინა, რომელიც VR ბოქსის გამოყენებით, 360 ვიდეო საშუალებითა და გიდის გახმოვანებით გაგიწევთ ვირტუალურ მეგზურობას ნებისმიერ მუზეუმში. სიმონ ჭიჭიაშვილის იდეამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
0 Responses on კრეატიული იდეების საერთაშორისო ფესტივალი"