ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2019-2020 წლისთვის აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე

 

  • ბიბლეისტიკა:

     მოდული ) ძველი აღთქმა

მოდული ) ახალი აღთქმა

  • ეკლესიის ისტორია

    მოდული ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია

  • პატროლოგია
  • ლიტურგიკა
  • კანონიკური სამართალი

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებისას პრიორიტეტი ენიჭებათ თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ხოლო თეოლოგიის მონათესავე დარგებში მაგისტრის ხარისხის მქონე პირთა სადოქტორო პროგრამაზე მიღების საკითხს განიხილავს და წყვეტს თსას-ის სამეცნიერო საბჭო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია. სწავლება უფასოა.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველს რექტორის სახელზე შეაქვს განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა.

 

      განცხადებას თან უნდა დაერთოს:

  1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  4. მოძღვრის რეკომენდაცია;
  5. შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა და მისი რეცენზია დოქტორანტის მიერ სპეციალობის მიხედვით წარმოდგენილ რეფერატზე ან გამოქვეყნებულ ნაშრომზე;
  6. 2 ფოტოსურათი (3×4) დისკთან ერთად.

 

დოქტორანტობის კანდიდატის საბუთების მიღების საკითხს წყვეტს თსას-ის სამეცნიერო  საბჭო.

გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

 

  1. 1. ბიბლეისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ორივე მოდული:

ა)  ძველი აღთქმა (ზეპირი);

ბ) ახალი აღთქმა (ზეპირი);

გ)  უცხო ენა (წერითი);

დ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

 

  1. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლ  პროგრამა:

ა) ეკლესიის ისტორია (ზეპირი);

ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის  ისტორია (ზეპირი);

გ) უცხო ენა (წერითი);

დ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

 

 

  1. 3. პატროლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) პატროლოგია (ზეპირი);

ბ) უცხო ენა (წერითი);

გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

 

 

  1. ლიტურგიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) ლიტურგიკა (ზეპირი);

ბ) უცხო ენა (წერითი);

გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

 

 

  1. კანონიკური სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) საეკლესიო (კანონიკური) სამართალი (ზეპირი);

ბ) უცხო ენა (წერითი);

გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

 ყველა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტურაში ჩარიცხვის  მსურველები გამოცდას აბარებენ ერთ-ერთ ევროპულ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული, რუსული, იტალიური და სხვა). უცხო ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან B2 დონის დამადასტურებელი დიპლომის  ან სერთიფიკატის მქონე პირები.

საბუთები მიიღება 2019 წლის 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 15 სთ-მდე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტურაში. მისაღები გამოცდები ჩატარდება 24-27 სექტემბერს.

 გამოცდების განრიგი:

ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა – 27 სექტემბერს

პატროლოგია – 27 სექტემბერს

ლიტურგიკა – 27 სექტემბერს

საეკლესიო (კანონიკური) სამართალი – 27 სექტემბერს

ეკლესიის ისტორია – 27 სექტემბერს

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია – 27 სექტემბერს

უცხო ენა – 26 სექტემბერს

ძველი ბერძნული ენა – 24 სექტემბერს

ჩარიცხვა – 1 ოქტომბერს

მისამართი: თბილისი, სიონის ქ. 13/40.

ვებ-გვერდი: www.tsas.ge

დამატებითი ცნობებისთვის დაგვიკავშირდით. ტ: 555 18 16 11;  551 29 72 77;  551 20 22 04.

  დოქტორანტობის კანდიდატის განცხადება

vუნდა იქნას შევსებული გარკვევით ან დაბეჭდილი

vფორმა განთავსებულია  tsas.ge

vფორმა ივსება ერთ ფურცელზე

I. განმცხადებლის პირადი მონაცემები

გვარი და სახელი სრულად: ________________________________________                   ფოტოსურათი

პირადი ნომერი

პირადობის მოწმობის ნომერი

მისამართი ________________________________________________________________________

სახლის ტელეფონი __________________        მობილური ტელეფონი _____________________

ელექტრონული ფოსტა ______________________________________________________________

II. რომელ  სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე გსურთ სწავლა?

პროგრამის სახელწოდება ____________________________________________________________

უცხო ენა ________________________________________________________________________

 

ხელმოწერა ______________________________

თარიღი ________________________

 

შენიშვნა:  ა)განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

  • მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის  სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელისშუამდგომლობა და მისი რეცენზია დოქტორანტის მიერ სპეციალობის მიხედვით წარმოდგენილ რეფერატზე ან გამოქვეყნებულ ნაშრომზე;
  •  მოძღვრის რეკომენდაცია;
  • 2 ფოტოსურათი 3×4 დისკთან ერთად;

  ბ) უცხო ენის ჩაბარებისაგან თავისუფლდება B2 დონის  დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირები. 

 

Thursday May 30th, 2019

0 Responses on ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2019-2020 წლისთვის აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>