თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ნატროშვილი და სამსახურის თანამშრომელი დურმიშხან ლაშხი ესწრებოდნენ 4 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას თემაზე: „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პარადიგმები“.
აღნიშნული კონფერენცია Erasmus+ პროექტის Sustainable learner-centered Teaching – Advanced Recourse for Georgia and China (STAR) დასკვნითი აქტივობაა.
ღონისძიებაზე განხილული იყო ყველა ის შედეგი, რომელსაც სამი წლის განმავლობაში პარტნიორმა ქვეყნებმა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების მიმართულებით მიაღწიეს. კონფერენციას უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი დანა ზამესნიკოვა.
0 Responses on კონფერენცია „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პარადიგმები“"