გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ორთვინ ჰენიგი 21 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ესტუმრა.
სტუმარი მიიღო სასწავლებლის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ისტორიულ- კულტურული თანამშრომლობა იმაზე გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდებოდა. იმავდროულად, მან ისაუბრა საქართველოსა და გერმანიის დღევანდელ პრობლემებზე. „გერმანელები კომპრომისს დამარცხებად არ მოიაზრებენ. ჩვენი ხედვით, ხშირ შემთხვევაში ეს ნაბიჯი სწორედ გამარჯვებაა“, – აღნიშნა სტუმარმა.
განათლების საკითხებზე საუბრისას ბატონმა ელჩმა დანანებით შენიშნა, რომ დღეს საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა ინგლისური ენის სწავლებას, რაც, თავისთავად, სასიკეთოა ახალგაზრდობისათვის. მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს არ მოხდეს სხვა ენათა, ვთქვათ, გერმანულის, ხარჯზე.
ბატონმა ჰენიგმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა. დასასრულს, სასწავლებლის პრორექტორმა სტუმარს საჩუქარი გადასცა.
0 Responses on გერმანიის რესპუბლიკის ელჩის სტუმრობა"