ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის დღე

12 ნოემბერს სასწავლებლის ლიტერატურულმა წრემ შეხვედრა გამართა. სემინარიისა და აკადემიის სტუდენტების ორი გუნდი მირზა გელოვანისა და ლადო ასათიანის ცხოვრება–შემოქმედების ცოდნაში ეპაექრებოდა ერთმენთს.

ერთ გუნდში სემინარიის მესამეკურსელები გაერთიანდნენ: გურამ გიორგაძე, პავლე ჭიპაშვილი და არჩილ სოხაძე. მეორე გუნდი შერეული იყო, სემინარიის მეორეკურსელები: დავით მგალობლიშვილი, თეიმურაზ ქორიძე და აკადემიის მეორეკურსელი ზაქარია ბლიაძე. შეჯიბრებაში მეორე გინდის წევრებმა გაიმარჯვეს.

მონაწილე სტუდენტებმა მსმენელებს ამ პოეტთა ლექსებიც წაუკითხეს.სემინარიის მეოთხეკურსელმა მამა დავით ოქრუაშვილმა მირზა გელოვანის რამდენიმე ლექსი წაკითხა, შემდეგ კი პოეტის პიროვნების, ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ესაუბრა აუდიტორიას.

შეხვედრის ბოლოს ლიტერატურული წრის ხელმძღვანელმა თამთა ფარულავამ მონაწილეები წიგნებითა და შესაბამისი დიპლომებით დაასაჩუქრა.

 

ალექსანდრე ბაინდურაშვილისა და გიორგი ხარატიძის ფოტოები

Wednesday November 12th, 2014

0 Responses on ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის დღე"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>